საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+ დღეების ფარგლებში









10/13/2021 15 ოქტომბერს, 13:00 საათზე, Erasmus+ დღეების ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან და თანამშრომლებთან.  

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტები და თანამშრომლები, რომლებმაც ისარგებლეს Erasmus+ გრანტით. საუბარი იქნება პანდემიის პირობებში მობილობის შესაძლებლობებზედაც.

სტუ უერთდება Erasmus+ დღეებს, რომელიც 14, 15 და 16 ოქტომბერს მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება. #Erasmusdays

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2015 წლიდან აქტიურადაა ჩართული პროგრამაში და ევროკომისიის მხარდაჭერით წარმატებით ახორციელებს სტუდენტთა და თანამშრომელთა მობილობებს, ინსტიტუციონალური განვითარების პროექტებს, ჟან მონესა და სხვა პროგრამებს.

COVID-19 კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო შექმნილი ვითარების გამო, ღონისძიება ონლაინრეჟიმში გაიმართება. შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა webex-ის აპლიკაცია.

შეხვედრის ლინკი
Marika Zviadadze's Personal Room
https://meetingsamer37.webex.com/meet/pr1267627401 | 1267627401

 

სიახლეებში დაბრუნება