საინფორმაციო შეხვედრა - სამიტი Perspektywy Women in Tech Summit 2022









10/12/2021 12 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში გაიმართა შეხვედრა პოლონეთის Perspektywy საგანმანათლებლო ფონდის წარმომადგენლებთან.

საინფორმაციო შეხვედრა ეხებოდა 2022 წლის ივნისში ვარშავაში (პოლონეთი) დაგეგმილ სამიტს - Perspektywy Women in Tech Summit 2022. ღონისძიების შესახებ დეტალურად ისაუბრეს Perspektywy საგანმანათლებლო ფონდის დირექტორმა საერთაშორისო საკითხებში კაზიმირჟ ბილანოვმა (Kazimierz Bilanow) და ორგანიზაციების - „სწავლა პოლონეთში“ და „"Poland - IT Hub for You" - კოორდინატორმა იულია ლისიკმა (Julia Łysik).

აღსანიშნავია, რომ სამიტის პრიორიტეტული მიმართულება საინფორმაციო ტექნოლოგიებია და მიზნობრივ ჯგუფს სტუდენტი გოგონები და ახალგაზრდა მეცნიერი ქალები წარმოადგენენ.

პოლონელ კოლეგებთან შეხვედრაში სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპრტამენტის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფ. თამარ ლომინაძე; დეკანის მოადგილეები, პროფ. თინათინ კაიშაური და პროფ. ლილი პეტრიაშვილი, ფაკულტეტის ახალგაზრდა მეცნიერი ქალები და სტუდენტები.

სამიტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტს. ადმინისტრაციული კორპუსი, 221-ე ოთახი. ელ.ფოსტა: erasmusplus@gtu.ge

 

სიახლეებში დაბრუნება