Erasmus+ - დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფ. ორლოვსკის მობილობა სწავლების მიზნით სტუ-ში









10/11/2021 2021 წლის 5-9 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში სტუმრობდა პროექტის კოორდინატორი პოლონეთის შჩეცინის დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (West Pomeranian University of Technology - WPUT) პროფ. პჟემისლავ ორლოვსკი (Przemysław Orłowski) (ელექტროინჟინერიის ფაკულტეტი).

აღსანიშნავია, რომ Erasmus+ პროგრამის ფარგლებში პოლონურ უნივერსიტეტთან სტუ წლების განმავლობაში წარმატებით თანამშრომლობს.

პოლონელმა კოლეგამ სტუ-ში სწავლების მიზნით Erasmus+ მობილობა განახორციელა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე. ფაკულტეტზე გამართულ სამუშაო შეხვედრაში პოლონელ კოლეგას შეხვდნენ ფაკულტეტის დეკანი, პროფ. თამარ ლომინაძე; ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფ. ირინა გოცირიძე და ფაკულტეტის თანამშრომლები: პროფ. ლილი პეტრიაშვილი, ასისტ. პროფ. ნინო ჟიჟილაშვილი და სხვები.

შეხვედრაზე პოლონელმა სტუმარმა მასპინძელი უნივერსიტეტის კოლეგებს გაუზიარა თავისი პროფესიულილი გამოცდილება და მიღწევები ისეთ სამეცნიერო მიმართულებებში, როგორიცაა საინჟინრო სისტემების ოპტიმიზაცია, წრფივი დაპროგრამება, ციფრობრივი ოპტიმიზაციის ალგორითმები და სხვ.

სამუშაო შეხვედრები გაიმართა ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტშიც, სადაც პოლონელ კოლეგას შეხვდნენ დეპარტამენტის უფროსი, პროფ. დევი ხვედელიანი, მარიკა ზვიადაძე და ასისტ. პროფ. ნინო ჟიჟილაშვილი.

სამუშაო შეხვედრებზე განხილული იქნა მობილობის განხორციელებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული დეტალები და, ასევე, მომავალი აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის შესაძლებლობები.

 

სიახლეებში დაბრუნება