საინფორმაციო შეხვედრა - სამიტი Perspektywy Women in Tech Summit 2022









10/11/2021 12 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში გაიმართება შეხვედრა პოლონეთის Perspektywy საგანმანათლებლო ფონდის წარმომადგენლებთან.

საინფორმაციო შეხვედრა ეხება 2022 წლის ივნისში ვარშავაში (პოლონეთი) დაგეგმილ სამიტს - Perspektywy Women in Tech Summit 2022. სამიტის მონაწილეებად შეირჩევიან სტუდენტი გოგონები და ახალგაზრდა მეცნიერი ქალები საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.

სამიტის შესახებ დეტალურად ისაუბრებენ Perspektywy საგანმანათლებლო ფონდის დირექტორი საერთაშორისო საკითხებში კაზიმირჟ ბილანოვი (Kazimierz Bilanow) და ორგანიზაციების - „სწავლა პოლონეთში“ და „"Poland - IT Hub for You" - კოორდინატორი იულია ლისიკი (Julia Łysik).

პოლონელ კოლეგებთან შეხვედრაში სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპრტამენტის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფ. თამარ ლომინაძე, ფაკულტეტის ახალგაზრდა მეცნიერი ქალბატონები და სტუდენტები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტს. ადმინისტრაციული კორპუსი, 221-ე ოთახი. ელ.ფოსტა: erasmusplus@gtu.ge

 

სიახლეებში დაბრუნება