ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაცია თანამშრომლებისთვის









09/29/2021 Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის ყოველკვირეული პირისპირ შეხვედრები და კონსულტაციები განახლდა მიმდინარე წლის 20 სექტემბრიდან, რომლის დროსაც დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, მიიღონ დამატებითი ინფორმაცია პროექტის, ასევე, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ.

თანამშრომლებისთვის მორიგი კონსულტაცია ჩატარდება პარასკევს, 1-ელ ოქტომბერს, 11:00 საათზე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, შეუერთდნენ ჯგუფს ფეისბუკგვერდზე, გაეცნონ ინფორმაციას უნივერსიტეტის Erasmus+ ვებგვერდზე, ასევე, გზამკვლევს.

COVID-19 კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საჯარო შეხვედრები და კონსულტაციები შეჩერებულია, ამიტომ მოცემულ ეტაპზე შეხვედრები ონლაინრეჟიმში წარიმართება, რომლის დროსაც დაინტერესებული პირები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას პროექტის, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ და ასევე, კონკურსის ჩატარების წესთან დაკავშირებით.

ონლაინკონსულტაციაზე დასასწრებად საჭიროა webex-ის აპლიკაცია - https://www.webex.com/

შეხვედრის ლინკი
Marika Zviadadze's Personal Room
https://meetingsamer37.webex.com/meet/pr1267627401 | 1267627401

შეგახსენებთ: 2015 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებს ერაზმუს+ (Erasmus+) პირველი აქტივობის (ინდივიდუალური სასწავლო მობილობა) ფარგლებში - საერთაშორისო მობილობას კრედიტების დაგროვებით - International Credit Mobility (ICM).

 

სიახლეებში დაბრუნება