პროექტი PRINTeL - ფინალური დისემინაციის ონლაინ კონფერენცია „ცვლილება საკლასო ოთახში“









09/20/2021 2021 წლის 29 სექტემბერს, 9:00 სთ (ბრიუსელის დროით), Erasmus+ PRINTeL პროექტის ფარგლებში გაიმართება პროექტის ფინალური დისემინაციის ონლაინ კონფერენცია „ცვლილება საკლასო ოთახში“ (“Change in Classroom”).

ღონისძიება ვებინარის ფორმატში (Zoom) ჩატარდება და მიმართული იქნება პროექტის იმპლემენტაციის ფარგლებში მიღებულ შედეგებზე და სამომავლო პერსპექტივებზე იმასთან დაკავშირებით, რომ უზრუნველყოს შესაბამისი პლატფორმის მომზადება პროექტის ფარგლებში მიღებული გამოცდილებისა და ცოდნის გასაზიარებლად, სათანადო  ინფორმაციის გაცვლისა  და პროექტის მიღწევების განხილვისათვის.

ვებინარი საშუალებით შესაძლებელი იქნება ანალიზი გაუკეთედეს იმას, თუ რა გაკეთდა ბოლო წლებში სწავლებისა და სწავლის (T&L) ახალი გამოწვევების საპასუხოდ საუნივერსიტეტო საზოგადოების მხარდასაჭერად, ასევე, განხილული იქნას, ამ მხრივ სამომავლო ტენდენციები უნივერსიტეტებისათვის. წარმოდგენილი იქნება ინოვაციური და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლებისა და სწავლის მიმართულებით PRINTeL პროექტის მნიშვნელოვანი მიღწევები და კვლევის შედეგები მიღებული გამოცდილების საფუძველზე, მათ შორის Covid-19 პანდემიის პირობებში.

ვებინარი 4 პანელური სესიისაგან შედგება, რომელიც მოიცავს მრგვალი მაგიდის დისკუსიებს, პანელის მომხსენებლების პრეზერნტაციებსა და შემაჯამებელ განხილვებს, რომლის დროსაც მოდერატორები საშუალებას მისცემენ კონფერენციის მონაწილეებს, აქტიურად ჩაერთონ მიმდინარე შემაჯამებელ დისკუსიებში, დასვან მათთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხები, განიხილონ ევროპისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უნივერსიტეტებში არსებული ტენდენციები და მიღწევები თანამედროვე ციფრული სწავლების მეთოდებსა და მიდგომებში, რაც განსაკუთრებით აქტუალური გახდა Covid-19 კრიზისის დროს.

ვებინარი საინტერესო იქნება უნივერსიტეტისა და სკოლის პედაგოგებისთვის; სტუდენტებისთვის; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მენეჯმენტისთვის, რომელიც ჩართულია სწავლებისა და სწავლის პროცესებში და უმაღლესი განათლების სისტემაში გადაწყვეტილების მიმღები სხვა დაინტერესებული პირებისათვის, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ინოვაციურ და ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სწავლებისა და სწავლის საკითხები.

ღონისძიების სამუშაო ენა ინგლისურია.

ფორუმში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ ონლაინ დარეგისტრირება ვებინარის დაწყებამდე, ნებისმიერ დროს.

ღონისძიებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ კონფერენციის მოსაწვევი და პროგრამა.

PRINTeL პროექტთან (პროექტი PRINTeL - „ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლისა და სწავლების მხარდაჭერა სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის გააქტიურებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“) დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ PRINTeL პროექტის ოფიციალური ვებგვერდი და სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ვებგვერდი.

 

სიახლეებში დაბრუნება