EURAXESS საქართველოს ეროვნული პორტალის ინაუგურაცია









09/20/2021 23 სექტემბერს გაიმართება EURAXESS საქართველოს ეროვნული პორტალის ინაუგურაციის საერთაშორისო ღონისძიება, რომლის მთავარი თემაა მკვლევართა მობილობისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი მკვლევრები, კვლევითი და გრანტის გამცემი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ინაუგურაცია  ჩატარდება ონლაინ, ინგლისურ ენაზე და მოიცავს რამდენიმე პანელურ დისკუსიასა და ვორქშოპს მოწვეული სპეციალისტების მონაწილეობით.

რეგისტრაცია მიმდინარეობს 20 სექტემბრის დღის ბოლომდე.

ღონისძიების პროგრამა, ასევე მარტივი სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ  EURAXESS Georgia-ს პორტალზე.


 

სიახლეებში დაბრუნება