ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - სტუ-ს სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტის წარმატებული გამოცდილება









09/01/2021 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტმა გიორგი კუპატაძემ ორჯერ წარმატებით მიიღო მონაწილეობა 2019-2020 წლებში სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის (ამჟამად საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი) მიერ გამოცხადებულ Erasmus+ გაცვლითი პროგრამის კონკურსებში და მობილობით სწავლა გააგრძელა პროგრამის კოორდინატორ ევროპულ უნივერსიტეტებში, თავდაპირველად, საბერძნეთში, დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში (University of West Attica - UNIWA), ხოლო, შემდეგ რუმინეთში, ტიმიშოარას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (Università Politecnica di Timișoara - UPT) – სამშენებლო ფაკულტეტზე, კერძოდ, კი, ქალაქთმშენებლობაზე.

სტუდენტთა მოტივაციის ასამაღლებლად, ევროპულ ქვეყნებში მიღებული Erasmus+ სტუდენტური გამოცდილება და Erasmus+ პრაქტიკული შესაძლებლობები გიორგიმ თავის თანატოლებსაც გაუზიარა.

საუკეთესო პრაქტიკის ამგვარი გაზიარება, როგორც წესი, ხელს უწყობს სტუდენტთა დაინტერესებას, უფრო აქტიურად ჩაერთონ ერაზმუს+ და სხვა მობილობის პროგრამებში, რაც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ახალგაზრდების სასწავლო გამოცდილების გაუმჯობესებასა და პიროვნულ ზრდას.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.


 

სიახლეებში დაბრუნება