პროექტი PRINTeL - ონლაინ მასტერკლასები „პედაგოგები ციფრულ ვირტუალურ სივრცეში“









08/19/2021 2021 წლის 8 სექტემბერს, გამართება Erasmus+ PRINTeL პროექტის მასტერკლასები „პედაგოგები ციფრულ ვირტუალურ სივრცეში“  ("Teachers in Digitalized Virtual Space").

უნივერსიტეტის პედაგოგებისათვის განკუთვნილი მასტერკლასები მონაწილეებს საშუალებას მისცემს, მიიღონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები ინოვაციურ პოედაგოგიკაში და გაეცნონ უახლოეს ტექნიკებს თანამედროვე ციფრული სწავლების მეთოდებსა და მიდგომებში.

ინტერაქტიული აუდიტორიის ჩართულობითა და შესაბამისი საკლასო მეცადინეობებით, მასტერკლასები ფოკუსირებული იქნება სხვადასხვა ონლაინ/ციფრული სწავლებისა და სწავლის (T&L) მეთოდებისა და საშუალებების გამოყენებაზე.

მასტერკლასები ონლაინ რეჟიმში ჩატარდება, 8 სექტემბერს, 9:00 საათიდან 17:00 სათამდე (ბრიუსელის დროით).

PRINTeL პროექტის მაღალკვალიფიცირებული ტრენერები ჩაატარებენ 12 მასტერკლასს 6 სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. თითოეული მასტერკლასის ხანგრძლივობა 1 საათია.

ღონისძიების სამუშაო ენა ინგლისურია.

დაინტერესებული პედაგოგებისთვის ღონისძიებაზე რეგისტრაცია უფასოა. მსურველებს ონლაინ დარეგისტრირება შეუძლიათ 23 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე, ნებისმიერ დროს. აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია,  ჯგუფში 15-20 მონაწილის ოდენობით. შესაბამისად, მსურველს შეუძლია მაქსიმუმ 2 მასტერკლასზე დარეგისტრირება.

მასტერკლასების პროგრამა, სილაბუსები და შესაბამისი სარეგისტრაციო ბმულები იხილეთ ღონისძიების განრიგში.

მასტერკლასებში მონაწილეობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ PRINTeL პროექტის ვებგვერდი და მოსაწვევი.

PRINTeL პროექტთან (პროექტი PRINTeL - „ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლისა და სწავლების მხარდაჭერა სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის გააქტიურებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“) დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ PRINTeL პროექტის ოფიციალური ვებგვერდი და სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ვებგვერდი.

 

სიახლეებში დაბრუნება