VI სამეცნიერო კონფერენცია „ენერგეტიკული უსაფრთხოება - საფუძვლები და განვითარების პერსპექტივები“









07/28/2021 2021 წლის 13-14 სექტემბერს ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (Rzeszów University of Technology) (ჟეშუვი, პოლონეთი) ჩატარდება VI სამეცნიერო კონფერენცია „ენერგეტიკული უსაფრთხოება - საფუძვლები და განვითარების პერსპექტივები“.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან პოლონეთის იგნასი ლუკასევიჩის ენერგეტიკული პოლიტიკის ინსტიტუტი (Ignacy Lukasiewicz Institute for Energy Policy) და ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი.

კონფერენცია ჰიბრიუდულ ფორმატში წარიმართება. პლენარული სესიები და თემატური პანელები ორიენტირებული იქნება ენერგიის მიღების თამამედროვე მეთოდებზე, თუმცა კონფერენცია ინტერდისციპოლინარულია და განსახილველი საკითხების თემატიკა არაერთ სამეცნიერ დისციპლინას მოიცავს.

პანელში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 30.07.21, ელ.ფოსტაზე: mruszel@prz.edu.pl. მონაწილე, რომლის საპანელო განაცხადი მიიღება, თავისუფლდება საკონფერენციო გადასახადისაგან.

სამეცნიერო სტატიების გაგზავნა შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმების საშუალებით, 2021 წლის 23 აგვისტომდე.

კონფერენციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

 

სიახლეებში დაბრუნება