სტუ-ს ინსტიტუტი ტექინფორმი - FAO AGRIS ჰაბი საქართველოში, როგორც საუკეთესო მაგალითი, წარდგენილი იქნა AGRIS-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე









07/05/2021 სტუ-ს სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტი ტექინფორმი აგრძელებს ნაყოფიერ და აქტიურ თანამშრომლობას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) საქართველოში აგროსფეროს სამეცნიერო სერვისების განვითარების და გაძლიერების მიმართულებით.

ამასთან დაკავშირებით 2021 წლის 29 ივნისსა და 1 ივლისს ინსტიტუტმა ტექინფორმმა, როგორც საქართველოში FAO AGRIS საინფორმაციო სისტემის ჰაბმა და აგრეთვე მრავალენოვანი თეზაურუსის FAO AGROVOC-ის ქართული ენის ოფიციალურმა რედაქტორმა, მონაწილეობა მიიღო სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ AGROVOC და AGRIS საზოგადოებების წლიურ კონფერენციებზე. ამ ღონისძიებებს 300-მდე მონაწილე დაესწრო ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა: აშშ, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია, ტაილანდი, მოლდოვა, ყაზახეთი, იტალია, უკრაინა, რუსეთი, ბელარუსი და სხვ.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ინსტიტუტის დირექტორი - ნელი მახვილაძე და დირექტორის მოადგილე - მარინა რაზმაძე.

ღონისძიების ფარგლებში ტექინფორმი წარმოდგენილი იქნა, როგორც ეროვნული ჰაბის ფუნქციონირების საუკეთესო მაგალითი. FAO-ს ოფიციალურ პორტალზე შეიქმნა ტექინფორმის გვერდი, სადაც ინსტიტუტის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები და სიახლეები განთავსდება. ასევე, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაცFAO AGRIS გზამკვლელი და FAO AGROVOC ბროშურა ადგილობრივი მომხმარებლებისათვის მშობლიურ ენაზე ითარგმნა.

ხსენებული გამოცემები ხელმისაწვდომია ტექინფორმისა და სტუ-ს ოფიციალურ ვებგვერდებზე.

 

სიახლეებში დაბრუნება