Erasmus+ - METU V საერთაშორისო ვირტუალური კვირეული









06/10/2021 შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი (Middle East Technical University - METU) (ანკარა,თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში ორგანიზებას უკეთებს V საერთაშორისო ვირტუალურ ტრეინინგკვირეულს, რომელიც ონლაინ რეჟიმში გაიმართება, 2021 წლის 21-25 ივნისს.

კვირეულში მონაწილეობა შეუძლიათ უნივერსიტეტის თანამშრომლებს, რომლებიც მუშაობენ ისეთი მიმართულებით, როგორიცაა საერთაშორისო თანამშრომლობა, საერთაშორისო მობილობების განხორციელება, Erasmus+ ინსტიტუციური განვითარებისა და მობილობის პროექტები, საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვა და სხვა მსგავსი აქტივობები.

კვირეულის პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების ჩართულობას Erasmus+ პროგრამაში, ინტერნაციონალიზაციის გამოწვევებს პანდემიის პირობებში. ღონისძიების მონაწილეები ერთმანეთს გაუზიარებენ ამ მხრივ არსებულ საუკეთესო გამოცდილებას და პრაქტიკას.

საერთაშორისო კვირეულის სამუშაო ენაა ინგლისური. 

სარეგისტრაციო ბმულის შევსება სავალდებულოა 15 ივნისამდე.
 
თურქეთის შუა აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კვირეულთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

 

სიახლეებში დაბრუნება