„დიდი იდეების გამოწვევა 2021“ - სტუ-ს საუკეთესო ათეული









05/28/2021 საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „დიდი იდეების გამოწვევა 2021“ დასრულდა. ბრიტანული პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი“-ის გლობალური პროექტის „დიდი იდეების გამოწვევა 2021“ ფარგლებში, 27 მაისს, სტუ-ში შემაჯამებელი ღონისძიება ე.წ „Elevator Pitch Event“ ჩატარდა, სადაც გამოვლინდა 10  საუკეთესო იდეა.

სპეციალურად, ამ ღონისძიებისთვის დაკომპლექტებულმა ჟიურიმ – რომელშიც შედიოდნენ ქართველი და ბრიტანელი წევრები, მოუსმინა სტუდენტთა ვიდეო მიმართვებს, რომელიც კონკურსის წესების მიხედვით, მონაწილეების მიერ იყო ჩაწერილი.

სტუ-ს ფინალურ ეტაპზე ჯამში წარმოდგენილი იყო 15 ბიზნესიდეა, საიდანაც ჟიურიმ შესაბამის კრიტერიუმებზე დაყრდნობით გამოავლინა საუკეთესო ტოპ 10 იდეა.

10 ტოპ იდეა სტუ–ში:
  • Creative Workshop;
  • Green Wave;
  • 3D Ecological Service;
  • SSD Predictive Maintenance;
  • Appoyo – Best friend for your mental well-being;
  • Dielo – All discounts on your fingertips;
  • Smart Gas Control System;
  • Virtual assistant;
  • Development club;
  • Georgia’s sustainable buildings platform.
ეს იდეები და მათი ავტორები, კონკურსის წესების მიხედვით, გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე და საქართველოს მასშტაბით გააგრძელებენ კონკურსში მონაწილეობას. კონკურსი „დიდი იდეების გამოწვევა 2021“ იმართებოდა ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალის“ მე-3 წლის პროექტის ფარგლებში და ის სრულად დაფინანსებულია ბრიტანეთის საბჭოს მიერ.

შეგახსენებთ, რომ პროექტი ხორციელდება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის მიერ და  ის კოორდინაციაშია სტუ-ს  და კილის უნივერისტეტის ადმინისტრაციებთან. პროექტის მთავარი პარტნიორია სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა. პროექტს ორგანიზებას უკეთებს სტუ-ს ინოვაციების ცენტრი.

ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ „სტუ-ს ინოვაციების ცენტრს“ (საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური. სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, ოთახი N221; ოთახი N223) ან სტუდენტურ თვითმმართველობას.

კითხვების შეხვედრების სურვილის შემთხვევაში მოგვწერეთ: innovations@gtu.ge ან დაგვირეკეთ ტელ.: 2 36 51 29

 

სიახლეებში დაბრუნება