პროექტი PRINTeL - I ყოველწლიური სწავლებისა და სწავლის ფორუმი „უმაღლეს განათლებაში ციფრული სწავლებისა და სწავლის საკითხები და პერსპექტივები“









05/27/2021 2021 წლის 20 მაისს, Erasmus+ PRINTeL პროექტის ფარგლებში გაიმართა პირველი ყოველწლიური სწავლებისა და სწავლის ფორუმი „უმაღლეს განათლებაში ციფრული სწავლებისა და სწავლის საკითხები და პერსპექტივები“ (“Issues and Perspectives of Digitally-Enhanced Teaching & Larning in Higher Education”).

ფორუმი ონლაინ ვებინარის რეჟიმში ჩატარდა. ვებინარის აქტუალობას განსაზღვრავდა მისი თემატიკა, თუ  როგორ უპასუხეს ევროპისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უნივერსიტეტებმა Covid-19 კრიზისის დროს წარმოქმნილ თანამედროვე გამოწვევებს სწავლებასა და სწავლაში. პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება პანდემიის პირობებში ინოვაციურ და ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სწავლებასა და სწავლასთან დაკავშირებით; ასევე, გაანალიზებული იქნა ბოლო პერიოდში სწავლებასა და სწავლაში არსებული ძირითადი გამოწვევების საპასუხოდ უნივერსიტეტის საზოგადოების მხარდასაჭერად არსებული საშუალებები და შესაძლებლობები.
 
ვებინარის სესიებზე განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა უნივერსიტეტის პედაგოგების მოლოდინები მომავალ, პოსტკოვიდური ციფრული ხანაში; ონლაინ კავშირი სტუდენტებთან; სტუდენტთა შეფასება, თუ როგორ უნდა ხდებოდეს სტუდენტის შეფასება ონლაინ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პედაგოგთა ხელშეწყობის მნიშვნელობასა და ორგანიზაციას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან ფორუმში მონაწილეობას ღებულობდნენ თითქმის ყველა ფაკულტეტის წარმომადგენლები, მათ შორის, ასოც. პროფ. ბორის გითოლენდიამ (სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი) წარმოადგინა პრეზენტაცია "რა ხდებოდა საკლასო ოთახში?! (Covid გაკვეთილები - სტუ-ს გამოცდილება)", ხოლო ასოც. პროფ. ნიკოლოზ აბზიანიძე (ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი) უწევდა მოდერატორობას ფორუმის სესიას "პედაგოგთა ხელშეწყობის მნიშვნელობა და ორგანიზაცია".

დეტალური ინფორმაცია ღონისძიებასთან დაკავშირებით და, ასევე, ფორუმის ვიდეოჩანაწერი იხილეთ ვებგვერდზე.

PRINTeL პროექტთან (პროექტი PRINTeL - „ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლისა და სწავლების მხარდაჭერა სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის გააქტიურებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“) დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთPRINTeL პროექტის ოფიციალური ვებგვერდი და სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის ვებგვერდი.

 

სიახლეებში დაბრუნება