Erasmus+ - ტიმიშოარას პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორთა მობილობა სწავლების მიზნით სტუ-ში









04/18/2021 2020 წლის 17-21 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში ეწვივნენ პროექტის კოორდინატორი რუმინეთის ტიმიშოარას პოლიტექნიკური უნივერსიტეტის (Università Politecnica di Timișoara - UPT) პროფესორები: ანკა დრაგიჩი (Anca DRAGHICI), მიჰაელა ტოდორუტი (Mihaela TODORUT), იოან სორინ ტოდორუტი (Ioan Sorin TODORUT) - მენეჯმენტის დეპარტამენტი, ჯორჯ ემილიან დრაგიჩი (George Emilian DRAGHICI) - მასალათმცოდნეობის დეპარტამენტი. რუმინელმა კოლეგებმა სტუ-ში სწავლების მიზნით Erasmus+ მობილობა განახორციელეს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის, ასევე, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე.

ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში ტიმიშოარას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტთან სტუ 2017 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს.

რუმინელ პროფესორებს უმასპინძლა ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტმა. ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. ნუგზარ წერეთელმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ევროპელ კოლეგებთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის სფეროში მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით პროექტებს. განიხილეს ფაკულტეტებს შორის აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის შესაძლებლობები, დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. პროფესორების, თამარ ლოლაძისა და დავით ნოზაძის ორგანიზებით, სტუმრებმა დაათვალიერეს ფაკულტეტის სასწავლო და სამეცნიერო ლაბორატორიები, მათ შორის, ბოჭკოებით არმირებული კომპოზიციური მასალების სამეცნიერო ცენტრი. ცენტრის ხელმძღვანელმა პროფ. დავით ნოზაძემ კოლეგებს სამეცნიერო ცენტრის მიერ წარმატებით განხორციელებული პროექტები გააცნო. 

ტიმიშოარას პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები შეხვდნენ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანს, პროფ. რუსუდან ქუთათელაძეს, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს. ქართველ კოლეგებს გაუზიარეს გამოცდილება სასწავლო პროცესთან დაკავშირებით. ისაუბრეს თავიანთ უნივერსიტეტსა და იმ კვლევით პროექტებზე, რომლებსაც ახორციელებენ. რუმინელმა პროფესორებმა ლექცია წაუკითხეს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს და უპასუხეს აუდიტორიიდან დასმულ შეკითხვებს.

სამუშაო შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში. რუმინელ კოლეგებს შეხვდნენ სამსახურის უფროსი პროფ. ოთარ ზუმბურიძე და სამსახურის წარმომადგენლები. განიხილეს მიმდინარე ერთობლივი პროექტის დეტალები სტუდენტებისა და თანამშრომლების მობილობებთან დაკავშირებით, ასევე, თანამშრომლობის სამომავლო გეგმები, მათ შორის, ორმაგი ხარისხის სადოქტორო პროგრამების დამუშავებასთან დაკავშირებით. 

ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტისა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის ორგანიზებით, მობილობის პროგრამაში გათვალისწინებული იქნა კულტურული ღონისძიებებიც, სადაც რუმინელ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, უფრო ახლოს გასცნობოდნენ საქართველოს, მის ტრადიციებს, ისტორიასა და კულტურას.

 

სიახლეებში დაბრუნება