Erasmus+ გაცვლითი პროგრამა - კონკურსი და ონლაინკონსულტაციები თანამშრომლებისთვის









03/23/2021 26 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის ჩატარდება ონლაინკონსულტაცია Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით.

კონკურსი გამოცხადებულია ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 2021/22 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაცია და ზოგადი გზამკვლევი Erasmus+ მობილობის მსურველებისთვის იხილეთ ვებგვერდზე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, შეუერთდნენ ჯგუფს ფეისბუკგვერდზე.

კორონავირუსის COVID-19 გავრცელების საშიშროების გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საჯარო შეხვედრები და კონსულტაციები შეჩერებულია, ამიტომ 19 მარტს, 14:00 საათზე, ჩატარდება ონლაინშეხვედრა, რომლის დროსაც დაინტერესებული პირები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას პროექტის, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ და ასევე, კონკურსის ჩატარების წესთან დაკავშირებით.

ონლაინკონსულტაციაზე დასასწრებად საჭიროა webex-ის აპლიკაცია - https://www.webex.com/

შეხვედრის ლინკი:

Marika Zviadadze's Personal Room

https://meetingsamer37.webex.com/meet/pr1267627401 | 1267627401


 

სიახლეებში დაბრუნება