ტექინფორმი - გაეროს FAO-ს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო სისტემის ეროვნული ჰაბი გახდა









02/20/2021

სტუ-ს ინსტიტუტი ტექინფორმი გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო სისტემის AGRIS-ის ეროვნული ჰაბი გახდა.

ინსტიტუტი ტექინფორმი აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას FAO გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან საქართველოში აგროსფეროს სამეცნიერო სერვისების განვითარების მიმართულებით.

2021 წლის 27 იანვარს და 3 თებერვალს FAO-მ AGRIS-ისა და AGROVOC-ის საზოგადოებების წლის პირველი შეკრება ჩაატარა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ისეთი ქვეყნების წარმომადგენლები, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია ტაილანდი, მოლდოვა,  ყაზახეთი, იტალია, უკრაინა, რუსეთი, ბელარუსი, საქართველო და სხვ.

ტექინფორმმა, რომელიც წარმოადგენს FAO AGRIS-ის ნაციონალურ ცენტრს საქართველოში და აგრეთვე მრავალენოვანი თეზაურუსის FAO AGROVOC-ის ქართული ენის ოფიციალურ რედაქტორს, მონაწილეობა მიიღო ზემოხსენებულ ღონისძიებებში. ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ მარინა რაზმაძემ გააკეთა მოხსენებები ორივე ღონისძიებაზე 2020 წლის პერიოდში ქვეყანაში ჩატარებული საქმიანობის შესახებ.

აღსანიშნვია, რომ წარმატებით განხორციელებული საქმიანობის შედეგად, ორგანიზატორების მიერ ინსტიტუტი წარდგენილი იქნა AGRIS-ის ეროვნულ ჰაბად.


 

სიახლეებში დაბრუნება