სტუ „Euraxess Georgia Network Startup“ პროექტის მონაწილეა









01/20/2021 საქართველო EURAXESS ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაციის წევრი ოფიციალურად გახდა.

საქართველოში Euraxess -ის წარმომადგენელი და EuGeNeS „Euraxess Georgia Network Startup“ (ევრაქსეს-საქართველოს ქსელის სტარტაპი)  პროექტის კოორდინატორია სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი. EURAXESS აერთიანებს 40 ქვეყნის სამეცნიერო ფონდებსა და მრავალმილიონიან  კვლევით პროექტებს, მათ შორისაა პროგრამა “Horizon 2020“ და მისი ქვეპროგრამები.

ქართველ მეცნიერებს საშუალება ექნებათ, ჩაერთონ “Horizin-Europe”-ის სამეცნიერო პოლიტიკის შემუშავებაში, რაც სამომავლოდ გააუმჯობესებს მათი კვლევების შედეგებსა და ხარისხს.

EURAXESS-საქართველოს ქსელის სტარტაპის პროექტის მისიაა, მომზადოს საფუძვლები EURAXESS-ში საქართველოს ეფექტური და ქმედითი ჩართულობისათვის, რათა ხელი შეუწყოს ცოდნის თავისუფალ მოძრაობას ევროპის მასშტაბით და შეიტანოს წვლილი მკვლევართათვის საერთო ევროპული სამუშაო ბაზრის შექმნაში. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მკვლევართა მობილობას, კარიერულ განვითარებასა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობას ეროვნულ დონეზე, შესაბამისად, EURAXESS-საქართველოს ქსელის სტარტაპის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების ხელშეწყობა.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.

 

სიახლეებში დაბრუნება