პროექტი VitaGLOBAL - ონლაინ ვორქშოპი „უნივერსიტეტი-საწარმოს თანამშრომლობა: საქართველოს ქეისების განხილვა“









12/11/2020 15 დეკემბერს, 15:00 სთ., Erasmus+ პროგრამის VitaGLOBAL პროექტის ფარგლებში ონლაინრეჟიმში (Zoom პლატფორმა) გაიმართება პრაქტიკული სემინარი/ვორქშოპი „უნივერსიტეტი-საწარმოს თანამშრომლობა: საქართველოს ქეისების განხილვა“ ("University - Industry Cooperation: Georgian Case Studies").

ვორქშოპზე განხილული იქნება უნივერსიტეტი - საწარმოს შორის ურთიერთობები, მათი მნიშვნელობა ადგილობრივი განვითარებისათვის და ამასთან დაკავშირებით, საქართველოში არსებული სიტუაციის ანალიზი. განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა საწარმოს ჩართულობა უნივერსიტეტში მიმდინარე სწავლა/სწავლების პროცესში, კვლევით საქმიანობაში, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობისა და მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით.

ვორქშოპის სამუშაო ენა არის ინგლისური.

ღონისძიება ტარდება იაკობ გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით.

მასში მონაწილეობას მიიღებენ თესაუ-ს, სტუ-ს და VitaGLOBAL პროექტში ჩართული პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები ევროპიდან, სამხრეთ ამერიკიდან და სამხრეთ აფრიკიდან. ასევე, საქართველოს მხრიდან - კოლეგები ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და კავკასიის უნივერსიტეტიდან, ხოლო ბიზნესსექტორიდან ვორქშოპში აქტიურად ჩაერთვებიან კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები და ცნობილი ღვინის კომპანიების „ხარებისა“ და ‘შატო მუხრანის“ უმაღლესი მენეჯმენტის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები.

გთხოვთ, ღონისძიებაზე დასასწრებად გაიაროთ რეგისტრაცია სარეგისტრაციო ბმულის საშუალებით.

აღსანიშნავია, რომ პროექტი VitaGLOBAL – “გლობალური ქსელების ჩამოყალიბება აგრარულ მეცნიერებსა და მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით: ინტერნაციონალიზაცია ერთობლივი პროგრამების მეშვეობით” – Erasmus+ საგრანტო ისტორიაში ამ ეტაპზე არსებული უნიკალური პროექტია, რომელშიც საქართველოსთან და ევროპასთან ერთად ჩართულნი არიან სამხრეთ ამერიკისა და სამხრეთ აფრიკის მოწინავე უნივერსიტეტები.

 

სიახლეებში დაბრუნება