პროექტი "შემოქმედებითი ნაპერწკალი" - მე-3 წლის პროექტის გახსნის ღონისძიება "Ways to engage in Enterprise and Entrepreneurship at GTU”









12/07/2020 სამშაბათს, 8 დეკემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრის ორგანიზებით, დისტანციურად (ონლაინ, ზუმით) გაიმართება პროგრამა “შემოქმედებითი ნაპერწკალის” მე-3 წლის პროექტის გახსნის ღონისძიება სახელწოდებით "Ways to engage in Enterprise and Entrepreneurship at GTU”, რომლის მიზანიც ფართო საზოგადოებისთვის პროექტის პირველი და მეორე წლის მიღწევების გაცნობა და მე-3 წლის სამომავლო ინიციატივებისა და გეგმების შესახებ ინფორმაციის გაზიარებაა.

ღონისძიების სამუშაო ენა არის ინგლისური და ქართული.

თქვენ, როგორც პროექტი “შემოქმედებითი ნაპერწკალის” ბენეფიციარს, გიწვევთ აღნიშნულ ღონისძიებაზე დასასწრებად, სადაც, საშუალება გენებათ გაეცნოთ:

1. პროექტის შედეგების პრეზენტაციას „Ways to engage in Enterprise and Entrepreneurship at GTU”;
2. პროექტის სამომავლო გეგმების და ინიციატივების შესახებ დეტალურ ინფორმაციას;

ZOOM-ში  შემოსასვლელად გამოიყენეთ შემდეგი რეკვიზიტები:

Innovations GTU is inviting you to a scheduled Zoom meeting.
Topic: Creative Spark Launch event
Time: Dec 8, 2020 01:00 PM Baku, Tbilisi, Yerevan
Join Zoom Meeting
https://zoom.us/j/8719209267?pwd=UW05K2RONkRvVGxmeTExdG5jdm1tZz09

Meeting ID: 871 920 9267
Passcode: gtu2020

აქვე შეგახსენებთ, რომ პროექტი „შემოქმედებითი ნაპერწკალი - სამეწარმეო განათლება უმაღლესებში”,  ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს დაფინანსებით და სტუ-სა და კილის უნივერსიტეტის თანამშრომლობით.  (Keele UK).
 
სტუ-ში პროექტის კოორდინატორია საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახური. პროექტს ორგანიზებას უკეთებს სტუ-ს ინოვაციების ცენტრი. პროექტის პარტნიორია სტუდენტური თვითმმართველობა.
 
გთხოვთ, შესაძლებლობის შემთხვევაში, დაესწროთ შეხვედრას. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

პატივისცემით,
საორგანიზაციო გუნდი

 

სიახლეებში დაბრუნება