პროექტი VitaGLOBAL - ონლაინშეხვედრა ღვინის ტურიზმის სასწავლო მოდულის წარდგენასთან დაკავშირებით









11/19/2020 2018 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც კონსორციუმის წევრი და პარტნიორი უნივერსიტეტი, მონაწილეობას ღებულობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ERASMUS+ საგრანტო პროგრამის პროექტში  VITAGLOBAL – “გლობალური ქსელების ჩამოყალიბება აგრარულ მეცნიერებსა და მევენახეობა მეღვინეობის მიმართულებით: ინტერნაციონალიზაცია ერთობლივი პროგრამების მეშვეობით” (598507EEP-1-2018-ES-EPPKA2-CBHE-JP).

პროექტი ითვალისწინებს აგრარული მეცნიერებებისა და მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით გლობალური ქსელის შექმნას ერთობლივი პროგრამების ინტერნაციონალიზაციის საშუალებით და მიზნად ისახავს აგრარული მეცნიერებებსა და მევენახეობა-მეღვინეობაში ერთობლივი სასწავლო პროგრამების განვითარების ხელშეწყობას, რაც სტრატეგიული მნიშვნელობისაა ევროპის, სამხრეთ ამერიკის, სამხრეთ აფრიკისა და საქართველოსთვის.

მიმდინარე წლის 21 ნოემბერს, შაბათს, 17:00 სთ., გაიმართება Zoom ონლაინშეხვედრა, სადაც წარმოდგენილი იქნება პროექტი, მის ფარგლებში შემუშავებული “ღვინის ტურიზმის“ სასწავლო მოდული, ასევე, განხორციელებული აქტივობები და სამომავლო გეგმები, რომლის შესახებაც ისაუბრებს აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორი ნინო ჩხარტიშვილი.

ონლაინშეხვედრას დაესწრებიან ტექნიკური უნვერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები, ასევე, პროექტში ჩართული პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ჩაერთონ ბმულის საშუალებით:
https://zoom.us/j/5512800576?pwd=ZXVHUVRmSGJTbXRmUkhRSkorcUlzZz09

 

სიახლეებში დაბრუნება