პროექტი VitaGLOBAL - ონლაინშეხვედრა მიკრობიოლოგიის სასწავლო მოდულის წარდგენასთან დაკავშირებით









11/08/2020 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც პროექტის კონსორციუმის წევრი, მონაწილეობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ERASMUS+ საგრანტო პროგრამის პროექტში VITAGLOBAL – “გლობალური ქსელების ჩამოყალიბება აგრარულ მეცნიერებსა და მევენახეობა მეღვინეობის მიმართულებით: ინტერნაციონალიზაცია ერთობლივი პროგრამების მეშვეობით” (598507EEP-1-2018-ES-EPPKA2-CBHE-JP).

პროექტი ითვალისწინებს აგრარული მეცნიერებებისა და მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით გლობალური ქსელის შექმნას ერთობლივი პროგრამების ინტერნაციონალიზაციის საშუალებით და მიზნად ისახავს აგრარული მეცნიერებებსა და მევენახეობა-მეღვინეობაში ერთობლივი სასწავლო პროგრამების განვითარების ხელშეწყობას, რაც სტრატეგიული მნიშვნელობისაა ევროპის, სამხრეთ ამერიკის, სამხრეთ აფრიკისა და საქართველოსთვის.

მიმდინარე წლის 9 ნოემბერს, სამშაბათს, 19:00 სთ., გაიმართება Zoom ონლაინშეხვედრა, რომელიც ეხება პროექტის ფარგლებში შემუშავებული მიკრობიოლოგიის სასწავლო მოდულის წარდგენას, რომლის შესახებაც ისაუბრებს აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ასისტენტი, ქალბატონი თამარ საჩანელი.

შეხევდრას, ასევე, დაესწრებიან პროექტში ჩართული პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები და ტექნიკური უნვერსიტეტის სტუდენტები.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ჩაერთონ ბმულის საშუალებით:

Join Zoom Meeting
https://zoom.us/j/6954825647?pwd=Wk9odVZmck03YUpOZnVsZTdxV0xQdz09

 

სიახლეებში დაბრუნება