პროექტი PRINTeL - 5 საინფორმაციო ბროშურა სწავლების ინოვაციური მეთოდების შესახებ









11/04/2020 Erasmus+ PRINTeL პროექტის ფარგლებში გამოქვეყნდა 5 საინფორმაციო ბროშურა სწავლების ინოვაციური მეთოდების შესახებ.

ბროშურების დამუშავებასა და მისთვის სათანადო მასალების მომზადებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სტუ-ს ასოცირებული პროფესორები: ნათია ქოჩლაძე (არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი), ნინო ხოლუაშვილი (საერთაშორისო ურთიერთობათა და სამართლის ფაკულტეტი) და ბორის გითოლენდია (სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი).

აღნიშნულმა პროფესორებმა პროექტის ფარგლებში გაიარეს ტრენერთა მომზადების კურსები ე.წ. ტრენერთა ტრენინგები პროექტის პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში, როგორიცაა პორტოს, გრაცისა და ლინკოპინგის უნიევრსიტეტები და მიღებული გამოცდილების საფუძველზე ტექნიკურ უნივერსიტეტში არაერთხელ ჩაატარეს აკადემიური პერსონალის გადამზადების ტრენინგები სწავლების ინოვაციურ მეთოდებზე.

გამოქვეყნდა ზემოაღნიშნული ბროშურების ელექტრონული ვერსიები:

1. აქტიური სწავლება, რომელიც ორიენტირებულია ტექნოლოგიების გამოყენებით კოლაბორაციულ სწავლას/წავლებაზე;

2. აქტიური სწავლება საინფორმაციო/საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით: მობილური სწავლება  თამაშის ელემენტების გამოყენებით;

3. ვიდეო სწავლება, როგორც სწავლების საშუალება მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის;
4. აქტიური სწავლება შებრუნებული სწავლების პრინციპით;
5. ჰიბრიდული/შერეული სწავლა/სწავლება.

PRINTeL პროექტთან (პროექტი PRINTeL - „ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლისა და სწავლების მხარდაჭერა სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის გააქტიურებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“) დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ PRINTeL პროექტის ოფიციალური ვებგვერდი და სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის ვებგვერდი.

 

სიახლეებში დაბრუნება