Erasmus+ გაცვლითი პროგრამა - კონკურსი და ონლაინკონსულტაციები









10/19/2020 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 2020/21 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის.

კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაცია და ზოგადი გზამკვლევი Erasmus+ მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის იხილეთ ვებგვერდზე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, შეუერთდნენ ჯგუფს ფეისბუკგვერდზე.

კორონავირუსის COVID-19 გავრცელების საშიშროების გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საჯარო შეხვედრები და კონსულტაციები შეჩერებულია, ამიტომ ყოველ ორშაბათს, 14:00 საათზე, ჩატარდება ონლაინშეხვედრა, რომლის დროსაც დაინტერესებული პირები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას პროექტის, ასევე, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ.

ონლაინკონსულტაციაზე დასასწრებად საჭიროა webex-ის აპლიკაცია - https://www.webex.com/ 

შეხვედრის ლინკი 
Marika Zviadadze's Personal Room
https://meetingsamer37.webex.com/meet/pr1267627401 | 1267627401

Join by video system
Dial pr1267627401@meetingsamer37.webex.com and enter your host PIN
You can also dial 173.243.2.68 and enter your meeting number

 

სიახლეებში დაბრუნება