ESN Tbilisi ISU - ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა ERASMUS+ გაცვლითი პროგრამების შესახებ









06/26/2020 1-ელ ივლისს, 19:00 სთ., ESN - ერაზმუსის სტუდენტური ქსელის ESN Tbilisi ISU ლოკალური სექციის ორგანიზებითა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით, სტუ-ს სტუდენტებისთვის გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა ERASMUS+ გაცვლითი პროგრამების შესახებ.

შეხვედრაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები იქნებიან საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის წარმომადგენლები პროფ. ოთარ ზუმბურიძე (სამსახურის უფროსი), ასისტ. პროფ. ნინო ჟიჟილაშვილი (სამსახურის უფროსის მოადგილე) და მარიკა ზვიადაძე (საერთაშორისო ურთიერთობათა ჯგუფის უფროსი).

შეხვედრას მოდერაციას გაუწევს სტუ-ს მეოთხე კურსის სტუდენტი და ESN Tbilisi ISU საერთაშორისო სტუდენტების კოორდინატორი ფიქრია ელიზარაშვილი.


 

სიახლეებში დაბრუნება