Erasmus+ პროექტი "Sincromind" - ვებინარი "კულტურული ცნობიერება ასაკოვანთათვის"









06/15/2020 2020 წლის 19 ივნისს, 18:00 სთ., გაიმართება ვებინარი თემაზე "კულტურული ცნობიერება ასაკოვანთათვის" ("Cultural Awareness for Seniors"), რომელიც Erasmus+ პროექტის "Sincromind" ფარგლებში ჩატარდება.
 
ვებინარის ორგანიზატორები არიან: სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორი ია მოსაშვილი და საბერძნეთის OIKOPILIS ორგანიზაცია.

ვებინარზე დასასწრებად, გთხოვთ, გამოიყენოთ ZOOM ონლაინ პლატფორმის ლინკი:
https://SDSU.zoom.us/j/97731595883  

აღსანიშნავია, რომ Erasmus+ პროექტი SinCRoMInD - "ასაკოვანი ადამიანების კულტურული ცნობიერების გზა თანამედროვე და ინტელექტუალური მრავალფეროვნების მეშვეობით", 2019 წელს დამტკიცდა ევროკავშირის მიერ და ხორციელდება საბერძნეთის, იტალიის, გერმანიის, ბულგარეთის და საქართველოს პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით. პროექტის მონაწილე 7 ორგანიზაციიდან ერთ-ერთი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია.

პროექტის მიზნებს წარმოადგენს 55 წელს ზემოთ ადამიანებისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით, ინოვაციური გზით ხელოვნებისა და კულტურის, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

 

სიახლეებში დაბრუნება