Google Scholar ციტირების ინდექსის მქონე ჟურნალებში სტატიის გამოქვეყნების პირობები









06/11/2020
მკვლევრის,  მეცნიერთა ჯგუფის, ლაბორატორიის, დეპარტამენტის, ფაკულტეტის, ინსტიტუტის, უნივერსიტეტის სამეცნიერო პროდუქტიულობა, აქტუალობა და გავლენიანობა შესაძლებელია შეფასდეს მსოფლიოს სხვადასხვა ინსტიტუტის მიერ შექმნილი ციტირების ინდექსირების სისტემების საშუალებით. 

ციტირების ინდექსირების სისტემებს შორის აკადემიურ საზოგადოებაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ: Google Scholar; Elsevier Scopus; Web of Science.

იმ შემთხვევაში თუ ავტორს სურს, რომ მისი ნაშრომის ციტირება მოხდეს საერთაშორისო დონეზე, მან უნდა უზრუნველყოს, რომ მის მიერ შერჩეული ჟურნალი გამოქვეყნებული იყოს ზემოხსენებულ ინდექსირების სისტემებში.

ინდექსირების სისტემებში ჟურნალის შემოწმებასთან ერთად, ავტორებმა უნდა გაითვალისწინონ ჟურნალის გამოცემის პოლიტიკა. ზოგადად, ჟურნალები იყოფა ორ კატეგორიად: გამოწერებზე დაფუძნებული და ღია წვდომის მქონე. გამოწერებზე დაფუძნებული ჟურნალები ონლაინ ხელმისაწვდომია შეზღუდული ფორმით. შესაბამისად, ავტორებს მასზე წვდომა აქვთ მხოლოდ შესაბამისი თანხის გადახდის შემდგომ.

აკადემიურ საზოგადოებაში კარგად ცნობილი Google Scholar H5 ინდექსი (ანუ იგივე ჰირშის ინდექსი ბოლო 5 სრული წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სტატიებისთვის) წარმოადგენს ამა თუ იმ სამეცნიერო ნაშრომის გამოყენების ინტენსივობის საზომს სხვა ავტორების ნაშრომებში და ამგვარად, მიუთითებს ავტორის სამეცნიერო მიღწევების საერთაშორისო აღიარებასა და პოპულარობაზე.

საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურმა ჩაატარა კვლევა. გამოიკვლია Google Scholar ციტირების ინდექსის მქონე ჟურნალებსა და H5 ჰირშის ინდექსის მიხედვით აკადემიურ ჟურნალებში ნაშრომის გამოქვეყნების პირობები; გადასახადი თანხის ოდენობა შეზღუდული ონლაინწვდომის მქონე ჟურნალებისთვის; გამოქვეყნების ინსტრუქციები. სულ გამოკვლეული იქნა Google Scholar ჩამონათვალში წარმოდგენილი საერთაშორისო 100 ინგლისურენოვანი და 20 რუსულენოვანი აკადემიური ჟურნალების გამოცემები, მათ შორის როგორც უფასო, ისე ონლაინწვდომის შეზღუდული ფორმების მქონე ჟურნალები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის წარმოდგენილ ზემოხსენებულ აკადემიურ ჟურნალების ჩამონათვალში, სტატიის გამოქვეყნების ინსტრუქციებთან ერთად, მითითებულია სტატიის გამოსაქვეყნებლად გადასახადი თანხებიც რიგი შემთხვევებისთვის.

 

სიახლეებში დაბრუნება