პროექტი PRINTeL - სერტიფიცირებული ონლაინ ტრეინინგკურსი “ჰიბრიდული/შერეული სწავლა სწავლების როლი პანდემიის პირობებში”









06/10/2020 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მონაწილეობს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ პროგრამის ინსტიტუციური განვითარების პროექტში PRINTeL – “Change in Classroom: Promoting Innovative Teaching & Learning to Enhance Student Learning Experience in Eastern Partnership Countries” („ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლისა და სწავლების მხარდაჭერა სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის გააქტიურებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“). 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 11 და 12 ივნისს (12:00-17:00  სთ. ტრენინგის მოცულობა - 10 საათი), პროფესორ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების დამატებითი შესაძლებლობების შეთავაზების მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაგეგმილია სწავლების ინოვაციურ მეთოდებთან დაკავშირებული სერტიფიცირებული ტრეინინგკურსის ჩატარება: „ჰიბრიდული/ შერეული სწავლა სწავლების როლი პანდემიის პირობებში“ (Hybrid/Blended Learning and Teaching Role in Pandemics).

ორდღიან ონლაინ ტრეინინგკურსს ჩაატარებს პროფ. ზაზა ცოტნიაშვილი (საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი), რომელმაც პროექტის ფარგლებში შესაბამისი ტრენერთა-ტრენინგები (ე.წ. ToT) და გადამზადება გაიარა გრაცში, იოანეუმის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (ავსტრია).

კურსი შედგენილია ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით და ითვალისწინებს ავსტრიული უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მრავალწლინ  პროფესიულ გამოცდილებას (აღნიშნული მეთოდები 2006 წლიდან აქტიურად გამოიყენება იოანეუმის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში).

ტრენინგკურსის მიზანია, სტუ-ში აკადემიური სწავლების ხარისხის გაზრდა, სწავლა/სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვის წახალისება და საუნივერსიტეტო მასშტაბით, სასწავლო პროცესში ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა. ტრენინგკურსში მონაწილეობა თავისუფალია, მსურველებს კურსში ჩართვა შეუძლიათ ბმულის საშუალებით: 

Zaza Tsotniashvili is inviting you to a scheduled Zoom meeting. 

Zaza Tsotniashvili's Personal Meeting Room Join Zoom Meeting https://zoom.us/j/2965611448?pwd=TzVEMFdFZHJHeGZ6L1NWbTVYU2xSdz09 

Meeting ID: 296 561 1448 

Password: 3j2iZQ

აღსანიშნავია, რომ პროექტი “PRINTeL წარმოადგენს Erasmus+ KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროექტს (No 585760-EPP-1-2017-1-AM-EPPKA2-CBHE-JP) და ის მიზნად ისახავს ინოვაციური სწავლისა და სწავლების მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უნივერსიტეტებში. სტუ-ში პროექტის ინსტიტუციონალური კოორდინატორია საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური. აღნიშნული ტრეინინგი ტარდება სტუ-ს ინოვაციების ცენტრის ხელშეწყობით.

ტრეინინგკურსის მონაწილეებზე კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

 

სიახლეებში დაბრუნება