პროექტი PRINTeL - სერტიფიცირებული ონლაინ ტრეინინგკურსი „ჰიბრიდული/ შერეული სწავლა სწავლების როლი პანდემიის პირობებში“









06/09/2020 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მონაწილეობს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ პროგრამის ინსტიტუციური განვითარების პროექტში PRINTeL – “Change in Classroom: Promoting Innovative Teaching & Learning to Enhance Student Learning Experience in Eastern Partnership Countries” („ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლისა და სწავლების მხარდაჭერა სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის გააქტიურებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“).

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 10 და 11 ივნისს (12:00-17:00 სთ., ტრეინინგის მოცულობა - 10 საათი), პროფესორ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების დამატებითი შესაძლებლობების შეთავაზების მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაგეგმილია სწავლების ინოვაციურ მეთოდებთან დაკავშირებული სერტიფიცირებული ტრეინინგკურსის ჩატარება: „ჰიბრიდული/ შერეული სწავლა სწავლების როლი პანდემიის პირობებში“ (Hybrid/Blended Learning and Teaching Role in Pandemics).

ორდღიან ონლაინ ტრეინინგკურსს ჩაატარებს ასოც. პროფ. ნინო ხოლუაშვილი (საერთაშორისო ურთიერთობათა და სამართლის ფაკულტეტი), რომელმაც პროექტის ფარგლებში შესაბამისი ტრენერთა-ტრენინგები (ე.წ. ToT) და გადამზადება გაიარა გრაცში, იოანეუმის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (ავსტრია).

კურსი შედგენილია ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით და ითვალისწინებს ავსტრიული უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მრავალწლინ  პროფესიულ გამოცდილებას (აღნიშნული მეთოდები 2006 წლიდან აქტიურად გამოიყენება იოანეუმის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში ).

ტრეინინგკურსის მიზანია სტუ-ში აკადემიური სწავლების ხარისხის გაზრდა, სწავლა/სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვის წახალისება და სასწავლო პროცესში ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა საუნივერსიტეტო მასშტაბით.

ტრეინინგკურსში მონაწილეობა თავისუფალია, მსურველებს კურსში ჩართვა შეუძლიათ ბმულის საშუალებით:

Join Zoom Meeting
https://zoom.us/j/6286342325?pwd=aGdHVjhxOEppc0NqNGdlV1lxWW12UT09
 
Meeting ID: 628 634 2325

Password: gtu2020

აღსანიშნავია, რომ პროექტი “PRINTeL წარმოადგენს Erasmus+ KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროექტს (No 585760-EPP-1-2017-1-AM-EPPKA2-CBHE-JP) და ის მიზნად ისახავს ინოვაციური სწავლისა და სწავლების მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უნივერსიტეტებში. სტუ-ში პროექტის ინსტიტუციონალური კოორდინატორია საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური.

აღნიშნული ტრენინგი ტარდება სტუ-ს ინოვაციების ცენტრის ხელშეწყობით. ტრენინგკურსის მონაწილეებზე კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

 

სიახლეებში დაბრუნება