პროექტი PRINTeL - სერტიფიცირებული ონლაინ ტრეინინგკურსი “თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირება აქტიურ სწავლებაში”









05/26/2020 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მონაწილეობს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ პროგრამის ინსტიტუციური განვითარების პროექტში PRINTeL – “Change in Classroom: Promoting Innovative Teaching & Learning to Enhance Student Learning Experience in Eastern Partnership Countries”  („ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლისა და სწავლების მხარდაჭერა სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის გააქტიურებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“).

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 31 მაისსა და 1-ელ ივნისს, 12:00 სთ., პროფესორ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების დამატებითი შესაძლებლობების შეთავაზების მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაგეგმილია სწავლების ინოვაციურ მეთოდებთან დაკავშირებული სერტიფიცირებული ტრეინინგკურსის ჩატარება: „თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირება აქტიურ სწავლებაში“ (The Integration of Modern Technology in the Active Learning).

ორდღიან ონლაინ ტრეინინგკურსს ჩაატარებს ასისტ. პროფ. თამარ კუპრეიშვილი (საერთაშორისო ურთიერთობათა და სამართლის ფაკულტეტი), რომელმაც პროექტის ფარგლებში შესაბამისი ტრენერთა-ტრენინგები (ე.წ. ToT)  და გადამზადება გაიარა ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში - KU Leuven (ბელგია).

კურსი შედგენილია ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით და ითვალისწინებს ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის პროფესიული გადამზადების ცენტრის მრავალწლიან გამოცდილებას.

ტრენინგკურსის მიზანია, სტუ-ში აკადემიური სწავლების ხარისხის გაზრდა, სწავლა/სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვის წახალისება და საუნივერსიტეტო მაშტაბით, სასწავლო პროცესში ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა.

ტრენინგკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ ონლაინრეგისტრაცია და შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა მიმდინარე წლის 30 მაისამდე.

რეგიტრაციის გავლის შემდეგ, მსურველებს შეუძლიათ ჩაერთონ ბმულის საშუალებით:

Join Zoom Meeting
https://zoom.us/j/6665405723?pwd=YzZ2Ry9lQ3ZXQW1nTk1XVzBzVnA0UT09
 
Meeting ID: 666 540 5723
Password: 376046

აღსანიშნავია, რომ პროექტი “PRINTeL წარმოადგენს Erasmus+ KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროექტს (No 585760-EPP-1-2017-1-AM-EPPKA2-CBHE-JP) და ის მიზნად ისახავს ინოვაციური სწავლისა და სწავლების მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უნივერსიტეტებში. სტუ-ში პროექტის ინსტიტუციონალური კოორდინატორია საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური.

აღნიშნული ტრენინგი ტარდება სტუ-ს ინოვაციების ცენტრის ხელშეწყობით.

 

სიახლეებში დაბრუნება