პროექტი PRINTeL - საერთაშორისო კონფერენცია და III საკოორდინაციო სამუშაო შეხვედრა ილიაუნიში









11/22/2019 2019 წლის 13-14 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია და III საკოორდინაციო შეხვედრა Erasmus+ PRINTeL პროექტის ფარგლებში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე შეფასდა პროექტის ფარგლებში გამართული ტრეინინგების ეფექტურობა, მიღებული შედეგები და გამოწვევები. პროექტის ევროპული პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა მიმოიხილეს მათ უნივერსიტეტებში არსებული ტრეინინგცენტრების მოდელები და მონაწილეებს გაუზიარეს პრაქტიკული გამოცდილება. სესიებში მონაწილე პროფესორებმა და სასწავლო პროცესში ჩართულმა პირებმა შეაჯამეს ჩატარებული ტრეინინგების შედეგები, ისაუბრეს მათ სარგებელზე, პრაქტიკულ გამოყენებასა და სამომავლო გეგმებზე, ასევე, გამოთქვეს სურვილები და შენიშვნები ტრეინინგების მდგრადობასთან დაკავშირებით.

ღონისძიებაში მონაწილოება მიიღეს პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა:

• საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (Georgian Technical University)
• თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტი ( Iakob Gogebashvili Telavi State University) 
• ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Yerevan State University)
• სომხეთის ნაციონალური პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (National Polytechnic University of Armenia)
• ვანაძორის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Vanadzor State University after H. Tumanyan) (სომხეთი)
• უმაღლეს განათლებაში სტრატეგიული კვლევების ეროვნული ცენტრი (National Center for Strategic Research in Higher Education) (სომხეთი)
• ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Belarusian State University) (ბელარუსის რესპუბლიკა)
• ბრესტის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი (Brest State Technical University) (ბელარუსის რესპუბლიკა)
• იანკა კუპალას სახ. გროდნოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (Yanka Kupala State University of Grodno) (ბელარუსის რესპუბლიკა)
• ბარსელონას უნივერსიტეტი (Universitat De Barcelona) (ესპანეთი)
• ლინკოპინგის უნივერსიტეტი (Linkopings Universitet) (შვედეთი)
• ლიუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი (Katholieke Universiteit Leuven) (ბელგია) 
• FH Joanneum გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი ( FH Joanneum Gesellschaft mbh) (ავსტრია).

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის წარმომადგენლებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა, რომლებმაც პროექტის ფარგლებში გაიარეს ინოვაციურ პედაგოგიკასთან დაკავშირებული ტრეინინგკურსები კონსორციუმის წევრ ევროპულ უნივერსიტეტებში, სულ 11 პროფესორმა (საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკლტეტი, სამშენებლო ფაკულტეტი; ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი; ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი; აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი; არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი.).

შეხვედრებში, ასევე, მონაწილეობა მიიღეს იმ სტუდენტებმაც, რომელთაც გაიარეს საგნები ზემოააღნიშნული ინოვაციური მეთოდების გამოყენებით.

PRINTeL პროექტთან (პროექტი PRINTeL - „ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლისა და სწავლების მხარდაჭერა სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის გააქტიურებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“) დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ PRINTeL პროექტის ოფიციალური ვებგვერდი და სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის ვებგვერდი.

 

სიახლეებში დაბრუნება