გაერო75 - გლობალური ონლაინგამოკითხვა









05/12/2020 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 75 წლის იუბილე, 2020 წელს, დიდი გამოწვევების დროს აღინიშნება, რომელთა შორისაა მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ჯანდაცვის კრიზისი.

75 წლის იუბილეს აღსანიშნავად, გაერომ წამოიწყო ფართომასშტაბიანი გლობალური ონლაინგამოკითხვა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მოქალაქეებს, გამოკითხვაში მონაწილეობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ამჟამინდელი და მომავალი გლობალური პრიორიტეტების განსაზღვრაში, გამოთქვან თავიანთი აზრი როგორც საფრთხეების, ისე იმ ცვლილების შესახებ, რომელთა განხორციელებასაც ისურვებდნენ 2045 წლისთვის.

გამოკითხვის მონაწილეებს შეუძლიათ ხმა მისცენ ისეთ მნიშვნელოვან ცვლილებებსა და რთულ გამოწვევებს, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, მოსახლეობის დინამიკის ცვლილება თუ ტექნოლოგიური ძვრები.

მიღებული მონაცემები დაეხმარება მთავრობებს, უკეთ გააცნობიერონ თავიანთი მოქალაქეების პრობლემები, მისწრაფებები და ხედვები.

გამოკითხვა ხელმისაწვდომია როგორც ინგლისურ, ისე ქართულ ენაზე, რაც საშუალებას აძლევს ჩვენს მოქალაქეებს გამოხატონ თავიანთი სურვილები და ხელი შეუწყონ გლობალური პრიორიტეტების განსაზღვრას.

 

სიახლეებში დაბრუნება