პროექტი "შემოქმედებითი ნაპერწკალი" - “დიდი იდეების კონკურსი 2020“ - "Elevator Pitch event"









05/11/2020
10 მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქართულ-ბრიტანული პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალის“ (Creative Spark) „დიდი იდეების კონკურსი 2020“ გლობალური პროექტის ფარგლებში, ონლაინრეჟიმში “Elevator Pitch event” ჩატარდა.

ჟიურის წინაშე, წინასწარი მოხსენებების სახით 1-წუთიანი პრეზენტაციებით საკმაოდ საინტერესო იდეები წარმოადგინეს კონკურსში მონაწილე სრუდენტურმა გუნდებმა (20 გუნდი). მონაწილეებიდან 18 გუნდი წარმოადგენდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და თითო-თოთო გუნდით წარმოდგენილები იყვნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

 კონკურსის საბოლოო შედეგები და გამარჯვებული გუნდი 25 მაისის შემდეგ გახდება ცნობილი.

კონკურსი ტარდება „შემოქმედებითი ნაპერწკალის“ (Creative Spark) ფარგლებში, რომელიც ბრიტანეთის საბჭოს მიერ არის მხარდაჭერილი და დაფინანსებული, პროექტის პარტნიორი კი დიდი ბრიტანეთის კილის უნივერსიტეტია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან პროექტს ახორციელებს სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახური, რომელიც კოორდინაციაშია კომერციალიზაციის დეპარტამენტთან. პროექტის მთავარი პარტნიორები არიან სტუ-ს სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი და სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა. პროექტს ორგანიზებას უწევს ტექნიკური უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი. პროექტში უშუალოდ ჩართულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 150-ზე მეტი სტუდენტი, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.

   


 

სიახლეებში დაბრუნება