Erasmus+ - სამუშაო შეხვედრა ვალიადოლიდის უნივერსიტეტის დელეგაციასთან









04/14/2020
 2019 წლის 17 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, Erasmus+ საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ვალიადოლიდის უნივერსიტეტის (University of Valladolid - UVa) (ესპანეთი) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლებთან, ქალბატონ მარიან კალვოსთან (Marian Calvo) და ლიდია ალბა ესპანიასთან (Lidia Alba España).

სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნა ვალიადოლიდის უნივერსიტეტის კოორდინატორობით მიმდინარე Erasmus+ მობილობის პროექტთან დაკავშირებული საკითხები და წარსადგენი ანგარიშის დეტალები, ასევე, პროექტის გაგრძელების პერსპექტივები.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოში პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები: სტუ-ს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ნინო ჟიჟილაშვილმა და საერთაშორისო ურთიერთობათა ჯგუფის უფროსმა, მარიკა ზვიადაძემ.

 

სიახლეებში დაბრუნება