Erasmus+ - სტუ-ს წარმომადგენელი კორდობას უნივერსიტეტის საერთაშორისო კვირეულში









03/05/2020 17 თებერვლიდან  21 თებერვლის ჩათვლით, ევროკავშირის საერთაშორისო მობილობის პროექტის Erasmus+ Credit Mobility (KA107) ფარგლებში, სტუ-ს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნონა გოგსაძე ადმინისტრაციული პერსონალის მობილობით იმყოფებოდა კორდობას უნივერსიტეტში (UCO, ესპანეთის სამეფო) და მონაწილეობა მიიღო კოორდინატორი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ოფისის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულში (Staff Week), რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები, როგორც საქართველოდან, ასევე, სხვა ქვეყნებიდან.

კვირეულის ფარგლებში ნონა გოგსაძე სხვა მონაწილეებთან ერთად შეხვდა კორდობას უნივერსიტეტის ფაკულტეტების წარმომადგენლებს, Erasmus+ პროექტის კოორდინატორებსა და პასუხისმგებელ პირებს, გაეცნო ფაკულტეტების საგანმანათლებლო პროგრამებსა და მატერიალურ-ტექნიკურ რესურსებს. მასპინძელი უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა საერთაშორისო კვირეულის მონაწილეებს წარმოუდგინეს ინგლისურენოვანი კურსები საბაკალავრო პროგრამების ჰუმანიტარული, ფიზიკის, ქიმიის, კომპიუტერული, აგრარული და საინჟინრო მიმართულებებისათვის, რომელთაც გააჩნიათ კარგად აღჭურვილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სწავლებისათვის შესაბამისი პირობები.

აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის მიზნით, ქალბატონი ნონა გოგსაძე შეხვდა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტს, ანა ტაკაშვილს, რომელიც Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სტუდენტთა მობილობით იმყოფება კორდობას უნივერსიტეტის სამართლის, ეკონომიკისა და ბიზნესის მეცნიერების ფაკულტეტის (Faculty of Law, Economic and Business Sciences) სამართლის პროგრამაზე.  
საერთაშორისო კვირეულის პროგრამა ითვალისწინებდა სხვადასხვა სოციალურ-კულტურულ ღონისძიებასაც.

კორდობას უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო კვირეულთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

 

სიახლეებში დაბრუნება