პოლიტიკური ეკონომიკის XI საერთაშორისო კონფერენცია - ICOPEC 2020









02/08/2020 2020 წლის 24-26 ივნისს მარმარისის უნივერსიტეტში, სტამბულში (თურქეთი), ჩატარდება პოლიტიკური ეკონომიკის მე -11 საერთაშორისო კონფერენცია - ICOPEC 2020.

კონფერენციის საერთაშორისო პარტნიორები და ორგანიზატორები არიან - საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტი, მარმარისის უნივერსიტეტი (Marmara University), ვესტმინისტერის უნივერსიტეტი (Westminister University), ესსექსის უნივერსიტეტი (University of Essex), ათენის ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი (Athens University of Economics and Business), ოსტრავას ტექნიკური უნივერსიტეტი (Ostrava Technical University) და ევროპის სხვა უნივერსიტეტები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლებს, როგორც პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეებს, ეძლევათ კონფერენციაში მონაწილეობის საფასურის 20 % ფასდაკლების საშუალება და თუ დარეგისტრირდებიან 28 თებერვლამდე კონფერენციის 1 სამეცნიერო ნაშრომზე გადაიხდიან 104 ევროს. აგრეთვე ფასდაკლება ექნებათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს - 80 €.

მონაწილეობის საფასური არ მოიცავს განსახლებისა და აეროპორტის ტრანსფერებს. მიუხედავად ამისა, საორგანიზაციო კომიტეტი ხელს შეუწყობს აეროპორტში დახვედრას და საცხოვრებლამდე მიყვანას 10 კაცის შემთხვევაში.

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ICPC 2020 ვებგვერდი ან მიმართეთ საორგანიზაციო კომიტეტს:

პროფ. მუამმერ მუსტაფა ერდოღლუ, მარმარის უნივერსიტეტი
ელ.ფოსტა: mustafaerdogdu@marmara.edu.tr

ასოც. პროფ. ემილია ალავერდოვ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ელ.ფოსტა: alaverdovemilia@gmail.com

 

სიახლეებში დაბრუნება