კონკურსი ტიტუს ფილიპოვიჩის სახელობის პრიზზე









01/24/2020 ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის მეცნიერებათა ცენტრი (პოლონეთი) ქართველი მეცნიერებისთვის აცხადებს კონკურსს ტიტუს ფილიპოვიჩის სახელობის პრიზზე (NAGRODA IMIENIA TYTUSA FILIPOWICZA).

სპეციალური ჟიური ყოველწლიურად შეარჩევს ერთ პირს მთავარი პრიზისთვის (10-თვიანი კვლევა პოლონეთის 5 უნივერსიტეტში). კანდიდატი უნდა იყოს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროს მკვლევარი. ჟიური შეარჩევს, ასევე, 5 პირს სტაჟირებისთვის (2-თვიანი სტაჟირება პოლონეთის ერთ უნივერსიტეტში). კანდიდატი უნდა იყოს სოციალური, ზუსტი, ეკონომიკური, ტექნიკური ან ჰუმანიტარული მეცნიერებების მკვლევარი.

დაინტერესებული პირები დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა დაუკავშირდნენ პროფესორ აგნეშკა ლისოვსკა-ლისს, ელ.ფოსტაზე: lisowskalis@pwsztar.edu.pl

კონკურსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.

 

სიახლეებში დაბრუნება