Erasmus+ - აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი სტუ-ში









12/05/2019 2019 წლის 25-29 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში სტუმრობდა თურქეთის აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტის (Afyon Kocatepe University – AKU) მეცნიერ-თანამშრომელი ემრე კარაბულოტოღლუ (Emre Karabulutoğlu).

თურქი მეცნიერი სტუ-ში იმყოფებოდა ტრენინგის მიზნით ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის პროექტით, რომელშიც მონაწილეობს ტექნიკური უნივერსიტეტი და რომლის კოორდინატორია აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტი.

მობილობის პერიოდში აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტის პოლიტიკის დეპარტამენტის ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომელი გაეცნო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მასში მიმდინარე სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესებს, დაათვალიერა საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა და სტუ-ს გეოლოგიის დეპარტამენტის პოპულარული მინერალოგიისა და პეტროგრაფიის მუზეუმი.

სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში გამართულ სამუშაო შეხვედრებში თურქმა მეცნიერმა ისაუბრა აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტის შესახებ, აგრეთვე, თავის სამეცნიერო აქტივობებსა და მიღწევებზე.

 

სიახლეებში დაბრუნება