Erasmus+ - საერთაშორისო კვირეული კაუნასის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში / კაუნასის კოლეჯში









12/04/2019 2020 წლის 23-27 მარტს კაუნასის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში / კაუნასის კოლეჯში (კაუნასი, ლიტვა) ტარდება საერთაშორისო კვირეული „თანამშრომლობა მომავლისთვის: ტექნოლოგიებიდან პირად ურთიერთობებამდე“.

კვირეულის თემატიკა, ძირითადად, მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ურთიერთობის ჩვევები, კომპეტენციები ციფრულ სფეროში, შემოქმედებითობა და თანამშრომლობა. კვირეულში მონაწილეობა შეუძლიათ უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებსა და საერთაშორისო ოფისების წარმომადგენლებს. 

კვირეულის პროგრამა და დამატებითი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ იხილეთ აქ.

ამასთან, კვირეულის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ ტრადიციულ მეექვსე საერთაშორისო კონფერენციაში „ინოვაციები (ეკო)ტექნოლოგიებში, გარემოს დაცვა და რეგიონული განვითარება (IECOTERD)".  

ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ონლაინრეგისტრაციის გავლა 2020 წლის 31 იანვრამდე.

დამატებითი ინფორმაცია:
ტელ.: +370 377 51144
ელფოსტა: incoming@go.kauko.lt

 

სიახლეებში დაბრუნება