Erasmus+ - ვენეციის IUAV უნივერსიტეტის წარმომადგენლის მობილობა სტუ-ში









11/12/2019
Erasmus+ - ვენეციის IUAV უნივერსიტეტის წარმომადგენლის მობილობა სტუ-ში29 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, მობილობით იმყოფებოდა ვენეციის IUAV უნივერსიტეტის (იტალია) დოქტორი ვიტორიო დე ბატისტი ბესი. იტალიელი პროფესორი სტუმრად იმყოფებოდა ტრეინინგის მიზნით ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის პროექტით, რომელშიც მონაწილეობს ტექნიკური უნივერსიტეტი და რომლის კოორდინატორია ვენეციის IUAV უნივერსიტეტი.

Erasmus+ - ვენეციის IUAV უნივერსიტეტის წარმომადგენლის მობილობა სტუ-შიახალგაზრდა იტალიელი დოქტორის მობილობის მიზანი იყო სტუ-სა და IUAV-ს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავება. ამ მიზნით, იტალიელი სტუმარი შეხვდა საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის წარმომადგენლებს. სამუშაო შეხვედრაზე იტალიელმა სტუმარმა ქართველ კოლეგებს გაუზიარა თავისი გამოცდილება სტუდენტების რეკრუტირებასთან დაკავშირებით.

Erasmus+ - ვენეციის IUAV უნივერსიტეტის წარმომადგენლის მობილობა სტუ-შივიზიტის ფარგლებში ვიტორიო დე ბატისტი ბესი, ასევე, შეხვდა დიზაინის საერთაშორისო სკოლის დეკანს, პროფ. ნიკოლოზ შავიშვილს; დეკანის მოადგილეს, პროფ. მალხაზ რაზმაძეს და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს.

სტუმარმა მონაწილეობა მიიღო დიზაინის საერთაშორისო სკოლის მიერ ორგანიზებულ კულტურულ ღონისძიებებში.

 

სიახლეებში დაბრუნება