ALKU-SAM საერთაშორისო ურთიერთობების კონგრესი 2019









10/18/2019 4-6 დეკემბერს ალანიის ალადინ კეიკუბატის უნივერსიტეტში (Alaaddin Keykubat University - ALKU) (თურქეთი) გაიმართება ყოველწლიური საერთაშორისო ურთიერთობების კონგრესი ALKU-SAM.

კონგრესის ორგანიზატორებია პოლიტიკური მეცნიერებისა და საერთაშორისო კვლევების ცენტრი (PSIR) ალანიის ალადინ კეიკუბატის უნივერსიტეტში და თურქეთის რექპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კვლევების ცენტრი (SAM).

კონგრესზე მიიღება ნებისმიერი ნაშრომი საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკური მეცნიერებების, სოციოლოგიის, ისტორიის, ანთროპოლოგიის და ზოგადად სოციალური მეცნიერებების თემატიკიდან.

კონგრესში მონაწიელობის მსურველებმა უნდა გაიარონ ონლაინრეგისტრაცია.

ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.

 

სიახლეებში დაბრუნება