ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი










საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პარტნიორი უნივერსიტეტის სტატუსით, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით მონაწილეობს ბრიტანეთის საბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში: „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ მე-2 წლის პროექტში.

აღნიშნულ პროექტის ფარგლებში ბრიტანეთის საბჭოს მიერ გამოცხადებულია კიდევ ერთი საინტერესო და სასარგებლო პროექტი.

მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩვენს თანამშრომლებს, პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს ექსკლუზიური საშუალება ეძლევათ გაიარონ ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი და მიიღონ ძალიან საჭირო ინფორმაცია ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ.

კურსი დაგეხმარებათ მიიღოთ სასარგებლო ინფორმაცია თუ როგორ უნდა დაიცვათ თქვენი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები და წარმატებით გამოიყენოთ სამეწარმეო საქმიანობაში. კურსზე რეგისტრაცია შესაძლებელია 13 ოქტომბრამდე.

კურსის გავლა შესაძლებელია ინგლისურ და რუსულ ენაზე.

კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და სარეგისტრაციო ინსტრუქციები იხილეთ ბმულზე.

ასევე რეგისტრაციისათვის მიყევით ამ ლინკს: 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროექტის ინსტიტუციურ კოორდინაციას ერთობლივად ანხორციელებენ სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური და სტუ-ს კომერციალიზაციის დეპარტამენტი, ხოლო პროექტის სტუ-ს „ინოვაციების ცენტრი“-ს ეგიდით ხორციელდება.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდეთ: მისამართი: სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი (კოსტავას ქ. 77), II სართული, ოთახი N221; ოთახი N223; ან დარეკოთ შემდეგ ნომრებზე: ტელ: 2 36 51 29 ან მობ: +995 551 12 40 40 (ლუკა);

 

სიახლეებში დაბრუნება