Erasmus+ - სალექციო კურსი პოლირების პროცესისა და ექსპერიმენტის დაგეგმვის საკითხებზე









07/28/2019
Erasmus+ - სალექციო კურსი პოლირების პროცესისა და ექსპერიმენტის დაგეგმვის საკითხებზე22-26 ივლისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია პოლონეთის კოშალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Koszalin University of Technology) პროფ. აგნიეშკა კულაკოვსკა (Agnieszka Kulakowska).

კოშალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის პროფესორი სტუ-ში  Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროექტის ფარგლებში იმყოფებოდა, რომლის კოორდინატორია პოლონური უნივერსიტეტი. დოქტორანტურის სტუდენტებისთვის განკუთვნილი მისი სალექციო კურსი მოიცავდა საკითხებს, რომელიც უკავსირდება პოლირების პროცესსა და ექსპერიმენტის დაგეგმვას. 

Erasmus+ - სალექციო კურსი პოლირების პროცესისა და ექსპერიმენტის დაგეგმვის საკითხებზეტექნიკურ უნივერსიტეტში სტუმრობისას ახალგაზრდა პოლონელმა პროფესორმა დაათვალიერა გეოლოგიის დეპარტამენტის პოპულარული მუზეუმებიც.

მობილობის პროგრამით გათვალისწინებული იყო სამუშაო შეხვედრები სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში. შეხვედრებზე პოლონელმა სტუმარმა ისაუბრა პოლონეთის უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაზე და ამჟამად მიმდინარე პროცესებზე. მან ქართველი კოლეგებისთვის ჩაატარა პრეზენტაციაც, სადაც წარმოადგინა კოშალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, თავისი პროფესიული საქმიანობა და მიღწევები.

აგნიეშკა კულაკოვსკამ, ასევე, მონაწილეობა მიიღო სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის მიერ ორგანიზებულ კულტურულ ღონისძიებებში.

 

სიახლეებში დაბრუნება