Erasmus+ - ვალიადოლიდის უნივერსიტეტის პროფესორის მობილობა სტუ-ში









07/27/2019
Erasmus+ - ვალიადოლიდის უნივერსიტეტის პროფესორის მობილობა სტუ-ში2019 წლის 15-20 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში ეწვია ესპანეთის ვალიადოლიდის უნივერსიტეტის პროფესორი მანუელ ბარიო. ესპანელი პროფესორი სტუმრად იმყოფებოდა ტრეინინგის მიზნით ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის პროექტით, რომელშიც მონაწილეობს ტექნიკური უნივერსიტეტი და რომლის კოორდინატორია ვალიადოლიდის უნივერსიტეტი. 

Erasmus+ - ვალიადოლიდის უნივერსიტეტის პროფესორის მობილობა სტუ-შიტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობის პერიოდში მანუელ ბარიო ახლოს გაეცნო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მასში მიმდინარე სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესებს. იმყოფებოდა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, სადაც ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პროფ. ირინე გოცირიძემ და სხვა კოლეგებმა დაათვალიერებინეს ფაკულტეტის ლაბორატორიები. სტუმარმა ისაუბრა თავის სამეცნიერო აქტივობებსა და მიღწევებზე.    

Erasmus+ - ვალიადოლიდის უნივერსიტეტის პროფესორის მობილობა სტუ-შიესპანელმა პროფესორმა დაათვალიერა ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკა და გეოლოგიის დეპარტამენტის პოპულარული მინერალოგიისა და პეტროგრაფიის მუზეუმი.

საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის ხელმძღვანელ პროფ. ოთარ ზუმბურიძესა და სამსახურის სხვა წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრებში მანუელ ბარიომ ისაუბრა ესპანეთის საგანმანათლებლო სისტემაზე, ასევე, ჩაატარა პრეზენტაცია ვალიადოლიდის უნივერსიტეტსა და ესპანურ უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროცესებზე.

Erasmus+ - ვალიადოლიდის უნივერსიტეტის პროფესორის მობილობა სტუ-ში Erasmus+ - ვალიადოლიდის უნივერსიტეტის პროფესორის მობილობა სტუ-ში

Erasmus+ - ვალიადოლიდის უნივერსიტეტის პროფესორის მობილობა სტუ-ში Erasmus+ - ვალიადოლიდის უნივერსიტეტის პროფესორის მობილობა სტუ-ში


 

სიახლეებში დაბრუნება