პროექტი PRINTeL - სამუშაო შეხვედრა პროექტის მონიტორინგის მიზნით









07/09/2019 26 ივნისს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის PRINTeL პროექტის მენეჯმენტის ჯგუფმა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (სომხეთი) საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში  სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მიმდინარე ეტაპზე ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის განხორციელებისა და მიღწეული შედეგების მონიტორინგი. ამ მიზნით ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდნენ პროექტის კოორდინატორი პროფ. არმენ ბუდაგიანი და პროექტის მენეჯერი, ასისტ. პროფ. მარი სანტურჯანი.

სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში გამართულ მონიტორინგის შეხვედრაში განხილული იქნა პროექტთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები და გეგმები, ასევე, 2019 წლის ბოლოსთვის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი დავალებები და აქტივობები, მათ შორის სტუ-ს მასწავლებელი პერსონალის განვითარების ცენტრის სამოქმედო გეგმა, დისიმინაციის საკითხები, სტუ-ს კონტრიბუცია პროექტის ფარგლებში სწავლასა და სწავლებასთან დაკავშირებით ბროშურების (5 ბროშურა) მომზადებასა და პუბლიკაციაში, ასევე, ტექნიკის შეძენასთან დაკავშირებული დეტალები, და სხვ.

სამუშაო შეხვედრაზე, აგრეთვე, საუბარი შეეხო მიმდინარე წლის მარტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (PRINTeL პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი საქართველოში) Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის (NEO) მიერ პროექტთან დაკავშირებით ჩატარებული მონიტორინგის შედეგებსა და შემუშავებულ რეკომენდაციებს.

პროექტის დისიმინაციის თვალსაზრისით, სტუ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებული იყო სოციალურ-კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სასწავლო ვიზიტი კახეთში. საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების დროს განხილული იქნა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები და ახალი ერთობლივი საპროექტო წინადადებების მომზადების შესაძლებლობები სხვადასხვა ინსტიტუციების წარმომადგენლებთან, ევროპისა და აზიის ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა შვედეთი (KTH), ესპანეთი (UPV), ინგლისი (Keele University), ფინეთი (TUAS), პოლონეთი (RUT), ბელარუსი (BSU, BrSTU), ყაზახეთი (AUPET, TarSU, BPAMC, ND&C), სომხეთი (NUACA, NPUA, MoESA, YeTRI) და საქართველო (MoECS, BSU).

На изображении может находиться: 3 человека, люди сидят, стол и в помещении


 

სიახლეებში დაბრუნება