Erasmus+ - სალექციო კურსი ქართული მევენახეობა-მეღვინეობის საკითხებზე









06/18/2019
Erasmus+ - სალექციო კურსი ქართული მევენახეობა-მეღვინეობის საკითხებზე2-8 ივნისის ჩათვლით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობა-მეღვინეობის დეპარტამენტის უფროსი, პროფ. ნინო ჩხარტიშვილი Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აკადემიური პერსონალის მობილობით მილანის უნივერსიტეტში იმყოფებოდა.

Erasmus+ - სალექციო კურსი ქართული მევენახეობა-მეღვინეობის საკითხებზეპროგრამის მიზანს უნივერსიტეტის გაცნობა, თემატური ლექცია: “ქართული მევენახეობა-მეღვინეობა, ტექნოლოგიური თავისებურებები, დარგში მიმდინარე პროცესები” და ქართული ღვინის დაგემოვნება წარმოადგენდა.

ვიზიტის ფარგლებში, ნინო ჩხარტიშვილმა წარადგინა პრეზენტაცია, როგორც უნივერსიტეტის, მასში მიმდინარე სასწავლო პროცესის, ასევე, ფაკულტეტსა და დეპარტამეტში განხორციელებული სასწავლო პროგრამების აქტივობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

Erasmus+ - სალექციო კურსი ქართული მევენახეობა-მეღვინეობის საკითხებზემან მილანის უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის დეპარტამენტის სტუდენტებს წაუკითხა ლექცია თემაზე: ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ისტორია, ტექნოლოგიური თავისებურებები და ქართული ღვინის ადგილი დღეს მსოფლიო ბაზარზე. სალექციო კურსის მსვლელობისას ნაჩვენები იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი ქართული მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ, სადაც მსოფლიოს წამყვანი, მათ შორის მილანის უნივერსიტეტების პროფესორები, არქეოლოგიური გათხრებსა და კვლევებზე დაყრდნობით საუბრობენ დარგის 8000-წლოვან უწყვეტ ისტორიაზე. იტალიელმა სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს იმ საერთაშორისო პროექტებისა და ურთიერთობების შესახებ, რომელიც დღეს მიმდინარეობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ამავე მიმართულებით. მან ისაუბრა, ასევე, საქართველოსა და მილანის უნივერსიტეტებს შორის ამ ურთიერთობების გაღმავების შესახებ.

Erasmus+ - სალექციო კურსი ქართული მევენახეობა-მეღვინეობის საკითხებზელექციის ბოლოს, ტრადიციულად გაიმართა ქართული ღვინის - კერძოდ, ქვევრისა და იმერული ღვინის დეგუსტაცია. როგორც უნივერსიტეტის ღვინის მარკეტინგის პროფესორმა სტეფანო კორსომ აღნიშნა, ორივე ღვინო წარმოადგენს საერთაშორისო ბაზრისთვის მეტად საინტერესო პროდუქტს, რომელიც საჭიროებს ზედმიწევნით შესწავლას და მარკეტინგულ კვლევას. დაიგეგმა სამომავლო ღონისძებებიც.

ახალგაზრდა ქართველმა პროფესორმა შეხვედრები გამართა მილანის ტექნიკური უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის პროფესორ-მასწავლებლებთან. საუბრისას გამოიკვეთა ტექნოლოგიური და ღვინის მარკეტინგის მიმართულებით რამოდენიმე საერთაშორისო პროექტი, რომლის განხორციელებაც უახლოეს მომავალში ამ ორი უნივერსიტეტის ჩართულობით დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის მიზნით პროფ. ნინო ჩხარტიშვილი შეხვდა სტუ-ს მევენახეობა-მეღვინეობის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებს (5 სტუდენტი), რომლებიც Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლას აგრძელებენ მილანის უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის დეპარტმანეტში და გადიან სალექციო და პრაქტიკულ კურსებს, ატარებენ კვლევებს, ჩართულები არიან უნივერსიტეტში მიმდინარე სხვადასხვა ღონისძიებსა და აქტივობებში.

მობილობის პერიოდში პროფ. ნინო ჩხარტიშვილმა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად მონაწილობა მიიღო მილანის უნივერსიტეტის ტრადიციულ ყოველწიურ ღია კარის დღეებში, სადაც წარმოდგენილი იქნა დეპარტამენტში განხორციელებული და მიმდინარე კვლევები.

აღსანიშნავია, რომ მილანსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტებს შორის, ურთიერთთანამშორმლობის მემორანდუმს ხელი 2017 წელს მოეწერა და აღნიშნული პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ორდიპლომიანი მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამა, რომელზეც დღეს 60 სტუდენტის იღებს განათლებას.

 

სიახლეებში დაბრუნება