Erasmus+ - სალექციო კურსი სატრანსპორტო და საინჟინრო ელექტრონიკის შესახებ ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში









06/17/2019 20-24 მაისს სტუ-ს სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ოთარ გელაშვილი და ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ასოც. პროფ. ნიკოლოზ აბზიანიძე, Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, აკადემიური პერსონალის მობილობით იმყოფებოდნენ პოლონეთის ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში.

მობილობა განხორციელდა Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და რომლის კოორდინატორია ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი.

ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა წაიკითხეს 8 საათის მოცულობის სალექციო კურსები სატრანპორტო და ელექტრული ინჟინერიის მიმართულებით ბაკალავრიატის სწავლების სტუდენტებისათვის.

სალექციო კურსების თემა მოიცავდა ავტოტრანსპორტის ეფექტური ოპერირების საკითხებს და საინჟინრო ელექტრონიკის საფუძვლებს.

ასოც. პროფ. ნიკოლოზ აბზიანიძემ, ასევე, წარმოადგინა პრეზენტაცია სტუ-ს და ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროცესების შესახებ.

ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ყოფნისას სტუ-ს პროფესორებს მასპინძლობას უწევდნენ მექანიკის ფაკულტეტის ხელმძღვანელი პროფ. მარეკ ოპეილაკი და ელექტრონული მოწყობილობებისა და მაღალი ძაბვის ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფ. პაველ ზაკოვსკი.

ვიზიტის დროს, ასევე, გათვალისწინებული იყო გაცნობითი და საქმიანი შეხვედრები, რომლებიც გაიმართა საერთაშორისო განათლების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან.

პოლონელ კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებზე განხილული იქნა ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

 

სიახლეებში დაბრუნება