Erasmus+ - სალექციო კურსი ელექტრული სქემების ანალიზის შესახებ ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში









06/10/2019 2019 წლის 20-24 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის პროფესორი სიმონ ნემსაძე (ელექტროტექნიკისა და ელექტრონიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი) Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში აკადემიური პერსონალის მობილობით იმყოფებოდა პოლონეთის ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში.

კოორდინატორი უნივერსიტეტის ელექტროტექნიკის დეპარტამენტში ქართველმა პროფესორმა ლექციები წაუკითხა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს.

მობილობის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა უნივერსიტეტის ვიცე რექტორთან სასწავლო დარგში, ელექტროტექნიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, პროფ. გრეგორ მასლოვსკისთან და ამავე დეპარტამენტის პროფესორთან იაროსლავ მარუშაკთან. შეხვედრაზე ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ისაუბრა თავის სამეცნიერო მიმართულებების შესახებ, მათ შორის ზეგამტარი ტრანსფორმატორებისა და ლითონების მაგნიტოიმპულსური წნევით დამუშავების საკითხების თაობაზე.

თავის მხრივ, პროფ.გრეგორ მასლოვსკიმ ქართველ კოლეგას გააცნო დეპარტამენტში მიმდინარე საგანმანათლებლო-კვლევითი სამუშაოები. ამ მხრივ მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ორ ძირითად სამეცნიერო-კვლევით მიმართულებაზე: ჭექა-ქუხილის დროს თვითმფრინავებში ელექტრომაგნიტური პროცესების შესწავლასა და განათების პრობლემების შესწავლაზე.

Erasmus+ პროექტების კოორდინატორთან, ქალბატონ მონიკა სტანიშთან შეხვედრაზე განხილული იქნა მობილობასთან დაკავშირებული პრაქტიკული დეტალები.


 

სიახლეებში დაბრუნება