Erasmus+ საქართველოს ოფისის საკონტაქტო სემინარი - ავსტრიის უნივერსიტეტების წარმომადგენელთა დელეგაციის ვიზიტი









06/10/2019 2019 წლის 14-15 მაისს, Erasmus+ საქართველოს ოფისის საკონტაქტო სემინარის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ავსტრიული უნივერსიტეტების დელეგაციას უმასპინძლა.

საერთაშორისო  სემინარში 14 ავსტრიული უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების და ავსტრიის Erasmus+ ოფისის წარმომადგენლები, ავსტრიის საერთაშორისო მობილობის სააგენტო განათლების, მეცნიერებისა და კვლევების მიმართულებით (OeAD). 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ურთიერთობების ჯგუფის უფროსმა, ქალბატონმა მარიკა ზვიადაძემ (საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახური); ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, პროფ. ირმა ინაშვილმა; სამშენებლო ფაკულტეტის პროფ. კონსტანტინე ბზიავამ და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენის ხელმძღვანელმა პროფ. ირინა გოცირიძემ.

სემინარის მიზანი იყო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების მიმოხილვა ქართულ და ავსტრიულ უნივერსიტეტებს შორის, პარტნიორობის კონკრეტული გეგმების დასახვა, ასევე, იმ საგრანტო სქემების მიმოხილვა, რომლის მეშვეობითაც განხორციელდება სამომავლო თანამშრომლობა. 

ავსტრიული დელეგაციის თბილისში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა ბუნებრივი რესურსებისა და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის (BOKU) ორგანული სოფლის მეურნეობის განყოფილების ხელმძღვანელს, პროფ. ბერნარდ ფრეიერს, ავსტრიის განათლებისა და მეცნიერების საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (OEAD) პროგრამა APPEAR0-ის წარმომადგენელს, ჯულია ლიკტკოპლერ-მოსერსა და სხვებს.

ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნა სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები.

 

სიახლეებში დაბრუნება