საერთაშორისო კვირეული რომში









06/04/2019

2019 წლის 7-11 ოქტომბერს რომის საპიენცას უნივერსიტეტი აწყობს საერთაშორისო კვირეულს ადმინისტრაციული პერსონალისთვის.  

 პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა აქტივობას და ძირითადად, ფოკუსირებულია ერაზმუს+ გაცვლით პროგრამებსა და ინსტიტუციური თანამშრომლობის საკითხებზე. კვირეულში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ევროპული, ისე არა ევროპული ქვეყნების უნივერსიტეტების წარმომადგენლებს. 

კვირეულში მონაწილეობის გადასახადია 100 ევრო. 

აპლიკაცია უნდა გაიგზავნოს სპეციალური ფორმით: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSd-4BIfCwm1M0dx3cqdvOoJ-Or3h7_ZjKZ99VKV7_wXo-iRCA/viewform 

ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა შეზღუდულია (60 კაცი). უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ სხვა საერთაშორისო კვირეულებში მონაწილეობის გამოცდილება.   

დედლაინი - 20/06/2019. 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ორგანიზატორებს: staffweek.ari@uniroma1.it , Sapienza-noreply@uniroma1.it და იხილეთ ვებგვერდი: https://sites.google.com/uniroma1.it/sapienza-staff-week-2019/useful-information

 

სიახლეებში დაბრუნება